LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი კოლეგებს გაახსენოს – დავით ჭიჭინაძე

88

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ურჩევს, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად, გვერდითმჯდომ კოლეგებს გაახსენოს, რომლებიც ამ მოვლენაში არიან „გახვეულები“.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ხან გაგაკრიტიკებს, ხან არ გაგაკრიტიკებს. ბოლო პერიოდში კი ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებს.

სჯობს, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის, ისინიც იყვნენ 7 ნოემბერში გახვეული,“ – დასძინა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g