თბილისში, ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს.
მარშის ლოზუნგია: „თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.
თეატრალების მარშის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.


