„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა“, რექტორის ბრძანებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი შალუტაშვილი პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას აუქმებს:
„მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ რექტორმა გააუქმა ეთიკის კომისიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – წერილობითი გაფრთხილების დაკისრების თაობაზე“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში, „თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ რექტორის ბრძანების ტექსტში.
თეატრალური უნივერსიტეტი: რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა
თეატრალური უნივერსიტეტი: რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა
საკითხზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმაც“, სადაც ნათქვამია, რომ „უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა“:
„თუ საბოლოოდ იქამდე მივა საქმე, რომ რექტორიც მოაწერს ხელს ამ გადაწყვეტილებას და სტუდენტებს გარიცხავენ, დანარჩენი სტუდენტები არ ვაპირებთ ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას“ – ნია გუგავა
9 მარტს ათობით გაფიცული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს.
„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა“, – ნათქვამია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.
სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,…
Posted by საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი on ხუთშაბათი, 13 მარტი, 2025
შეგახსენებთ, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.