საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული.
შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ცნობილია
პრემიერის თქმით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ.
როგორც ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, 15 მარტიდან კი განახლდება სასკოლო წრეები.
„სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით 1-ელი აპრილიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.