LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვლის შუა რიცხვებისთვის ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს – ვაქცინაცია ჩატარდება ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის დიდ კლინიკებში – თამარ გაბუნია

66
გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, როგორ განხორცილდება ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი.

„ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ოფიციალური დასტური იმის თაობაზე, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, რომელიც  განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქსის პლატფორმას“ მოთხოვნა 18 იანვარს გაუგზავნა, ვინაიდან საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის უახლოეს პერიოდში მისაღებად სრული მზაობა ჰქონდა.

პრემიერი: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

გარდა ამისა, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, საქართველომ პირველ და მეორე კვარტალში უნდა მიიღოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 300 000-ზე მეტი დოზა, იმისათვის, რომ გაგრძელდეს პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა.

„ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები. ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან – 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65 – წლიდან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა. 2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას, დაავადების დამძიმების ნიშნებია… – თენგიზ ცერცვაძე ექიმებს და მოსახლეობას მიმართავს

გაბუნიას თქმით, დიდ კლინიკებში, ჰოსპიტლის დონეზე ჩატარდება Pfizer-ის ვაქცინა, რადგან ვაქცინაციის რაოდენობიდან გამომდიონარე, ასაცრელი ჯგუფი მცირეა.

გამისი თქმით, ეს იქნება ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინა საქართველოში საიდან შემოვა, ეს შესყიდვის პროცესში დაზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g