1-ელ მარტს, ლონდონში, The O2 Arena-ზე, საიუბილეო, 45-ე BRIT Awards გაიმართება.
დაჯილდოების პერფორმერებად ისეთი ბრიტანელი არტისტები დასახელდნენ, როგორებიც არიან: ჯეიდი, მაილს სმიტი, სემ ფენდერი, ლოლა იანგი და The Last Dinner Party.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე ტედი სუიმსისა და საბრინა კარპენტერის სადებიუტო პერფორმანსები შედგება. ამ უკანასკნელს შოუზე სპეციალურ პრემიას გადასცემენ.
საღამოზე Shaboozey-ის სადებიუტო გამოსვლაც იგეგმებოდა, თუმცა მისი წარმოდგენა გაუქმდა.
შეგახსენენთ, რომ დაჯილდოების ტოპ ნომინანტი, ჩარლი XCX-ია.


