32 წლის ასაკში, ტედი სუიმსი მამა პირველად გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი იანვრის დასაწყისში გახდა, ამ დღეებში კი არტისტი ორსულ გერლფრენდთან, რეიჩ რაიტთან ერთად ,,გრემიზე” გამოჩნდა.
ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
წყვილის რომანი გასული წლის ივლისში დადასტურდა. იქამდე ისინი ერთად შარშანდელი ,,გრემის” შემდგომ წვეულებაზე დააფიქსირეს.
ცნობისთვის, ტედი სუიმსი ერთ-ერთი გახლდათ მათ შორის, ვისაც ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის” ნომინაციები წელს პირველად მიანიჭა. ის წარდგენილი ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში იყო. დაჯილდოებაზე მისი სადებიუტო პერფორმანსიც შედგა.




