LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თედო ბექაური: „როცა არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიჯექი, არაფრის გასაქანი არ მქონდა. უმოქმედობის გამო, დეპრესიაში ჩავვარდი…“

210
თედო ბექაური

ჟურნალი „გზა“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულთან, თედო ბექაურთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

კი, რა თქმა უნდა. მგონია, რომ ასეთი შეგრძნება ყველა ადამიანს გასჩენია.

თქვენ როდის იგრძენით თავი ასე?

„ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობამდე, როცა არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიჯექი, არაფრის გასაქანი არ მქონდა. უმოქმედობის გამო, დეპრესიაში ჩავვარდი…

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა” თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

აბსოლუტურად ყველაფერი: მეტი გასაქანი მომცა, თუნდაც – საქმის მხრივ, ხალხის ხელახლა სიყვარული, პოპულარობა მომიტანა, უამრავი კარგი ადამიანი გამაცნო…

თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ, რამ მოახდინა?

უფრო – მშობლებმა, ოჯახის გარეთ კი – სამეგობრო წრემ, რადგან ადამიანი ვისთანაც მეგობრობ, თავადაც ისეთი ხარ.

ძირითადად, თქვენს სამეგობროში რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან?

ხელოვნების. უმეტესწილად, ქართული ხალხური ცეკვების შემსრულებლები არიან. ეს მეგობრები თეატრალურ კოლეჯში სწავლისას შევიძინე. მათ ოჯახის წევრებად მივიჩნევ.

საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

კი, რა თქმა უნდა. ეს ადამიანურია… მაგალითად, არასოდეს მეგონა, რომ ცეკვას შევძლებდი. თურმე, შემძლებია… კოლეჯში, მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, – მოდი, ცეკვას გასწავლითო. მივიდოდი, დავდგებოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი (ძირითადად, ვღლიცინებდით ხოლმე). სერიოზულ და საპასუხისმგებლო ამბავში რომ მოვხვდი, უკვე სხვანაირად ამუშავდა ტვინიც, კიდურებიც, კუნთიც… შემძლებია ცეკვა (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g