LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თედომ პროექტში სითბო და დადებითი ენერგიები შემოიტანა.. ჯერ მეხუტება და მერე ვიწყებთ ვარჯიშს“ – თედო ბექაურმა და ანა ბირთველიშვილმა გია ბაღაშვილის კითხვებს უპასუხეს 

528
Untitled design (26)

მსახიობი და მოცეკვავე, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები“: თედო ბექაური და ანა ბირთველიშვილი გადაცემა „ჩვენი შოუს“ სტუმრები იყვნენ. მათ გია ბაღაშვილის კითხვებს უპასუხეს.

თედომ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ფილმ „გაღმა ნაპირში“ მთავარი როლი შეასრულა და თქვა, რომ ხშირად ადამიანები მას პერსონაჟთან აიგივებდნენ.

„ფილმ „გაღმა ნაპირის“ შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს ვეგონე აფხაზეთიდან, მიწევდა იმის ახსნა რომ ასე არაა..

უცხოეთში, სერბეთში მოხდა ერთხელ, რომ ფილმის საყურებლად წავედი და რომ დასრულდა ჩვენება, ერთ-ერთმა ქვეყნის წარმომადგენელმა ფეხზე წამომაყენა, თქვა რომ მთავარი გმირი ესწრება ფილმის ჩვენებასო, ამ დროს ჩემკენ წამოვიდა დიდი „ტანიანი“ კაცი და ფული გამომაწოდა, ეს ფული შენ ახლა გჭირდებაო..,“ – ამბობს ბექაური.

თედომ პროექტში სითბო და დადებითი ენერგიები შემოიტანა, როცა რეპეტიციაზე მოდის ჯერ მეხუტება და მერე ვიწყებთ ვარჯიშს,“ – ამბობს ანა ბირთველიშვილი.

„ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი“ – თედო ბექაური ოჯახთან ერთად უთბილეს კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: „ამ ლექსს ვუძღვნი ჩემს მეუღლეს“ – თედო ბექაური გალაკტიონ ტაბიძის ლექსს „რაც უფრო შორს ხარ“ კითხულობს

ვიდეო: „ბევრ რამეზე ხელის ჩაქნევის შემდეგ, ერთი პერიოდი ქუჩასთან მქონდა ხშირი შეხება“ – თედო ბექაურის თქმით, ის „ქუჩის ჭაობიდან“ მეუღლემ ამოიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g