ხვალ, 6 ოქტომბერს 15:00 საათზე „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5) სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ ახალი ფილიალი გაიხსნება. ამასთან, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან ერთად საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.
”სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება. სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში 200-მდე პირმა გაიარა გადამზადება და აქედან 114 პირი დასაქმდა „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა ფილიალებში.
“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერების, მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.
„თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის”, – აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.