LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თეგეტა მოტორსი” ქუთაისში ახალ სერვის ცენტრს ხსნის

169

”თეგეტა მოტორსი” ქუთაისში მსუბუქი ავტომობილების ახალ სერვის ცენტრს გახნის. ობიექტი ნიკეას მე-9 ჩიხი #2ა განთავსდა და ის ოფიციალურად 26 ნოემბერს გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი სერვის ცენტრის მშენებლობაში ”თეგეტა მოტორსმა” 1.1 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მათივე ცნობით, სერვის ცენტრში განთავსებულია 16 მომსახურების ადგილი, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილების დღიური გამტარობის ზრდას 150 ავტომობილით და გაცილებით სწრაფ სერვისს. აღნიშნულ სერვის ცენტრში დამატებით 20 ადგილობრივი დასაქმდება.

”გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანებინა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. „თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებელებს ავტო-ტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება კი უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, განახლებულ ფილიალში მომხმარებელებს საშუალება ექნებათ ისარგებლნ შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.

ახალი ფილიალის გახსნის ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ცნობისთვის, დღეისათვის „თეგეტა მოტორსს“ 1000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ასევე ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები