LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსმა ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა

111

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა „ბაბექის“ ქუჩაზე. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ფილიალი წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტითა და სერვისით, რომელიც ძირითადად მოემსახურება საცალო მომხმარებელს.

მათივე ინფორმაციით, „Aztech&Tegeta Motors“ ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით. აქვე  წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია, ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ Groupauto International-ის ოფიციალური წევრი და იგი წარმოადგენს  მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g