Nickelodeon-ის ყოფილი ვარსკვლავი, ტეილორ ჩეისი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა. 36 წლის მსახიობი, რომელიც სერიალით Ned’s Declassified School Survival Guide გახდა ცნობილი. გასულ კვირას ის 72-საათიან იძულებით ფსიქიატრიულ დაკვირვებაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის რეაბილიტაციის ცენტრში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, როგორც ირკვევა, ჩეისი სამედიცინო დაწესებულებიდან დახმარების მიღებამდე გაათავისუფლეს. თუ რატომ მოხდა ასე, ჯერჯერობით უცნობია.
Nickelodeon-ის ვარსკვლავი ქუჩაში, უსახლკაროთა შორის იპოვეს – მედიაში შოკის მომგვრელი ვიდეო ვრცელდება
ცნობისთვის, გასულ კვირას გავრცელებული ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ყოფილი მსახიობის დასახმარებლად GoFundMe შეიქმნა. გვერდმა 1200 დოლარზე მეტი შეაგროვა, თუმცა ის ჩეისის დედის მოთხოვნით გაუქმდა.
„ტეილორს სამედიცინო დახმარება სჭირდება და არა ფული. მაგრამ ის უარს ამბობს ამაზე. ვაფასებ თქვენს ძალისხმევას, მაგრამ ფული მისთვის სასარგებლო არ იქნება“, – განაცხადა მან.
