LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ ლოტნერს, რომელიც ადრე ტეილორ სვიფტს ხვდებოდა, მეუღლისგან, ტეილორ დოუმოსგან ქალიშვილი შეეძინა და მას ტეილორი დაარქვა

183
page

34 წლის ამერიკელი მსახიობი ტეილორ ლოტნერი, რომელიც მაყურებელმა „ბინდის“ საგიდან, ჯეიკობის როლით გაიცნო, პირველად გახდა მამა. მსახიობსა და მის 29 წლის მეუღლეს, ტეილორ დოუმის ქალიშვილი შეეძინათ

„ბინდის“ ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი დაქორწინდა – პირველი ფოტოები ქორწილიდან

სასიხარულო ამბავი მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. გოგონა 16 სექტემბერს დაიბადა.

„უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენი საყვარელი პატარა გვიყვარს. ლენონი ტეილორ ლოტნერი“, – დაწერა მსახიობმა ფოტოს აღწერაში.

წყვილის თაყვანისმცემლების განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის სახელმა, ტეილორმა მიიპყრო. სწორედ ასე ჰქვია ორივე მშობელს. აღსანიშნავია, რომ ქორწინების შემდეგ მსახიობის მეუღლემ მისი გვარი მიიღო და ლოტნერი გახდა.

ტეილორ ლოტნერი მანამდე, პოპ-ვარსკვლავს, ტეილორ სვიფტს ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები