LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი ახალ სიმღერას ყოფილ ბოიფრენდებს უძღვნის (აუდიო)

86

ტეილორ სვიფტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ტრიუმფალურად დაბრუნდა. გასულ უქმეებზე მომღერალმა ახალი ალბომიდან „Reputation“ რიგით მეორე სინგლი „Ready For It?“ გამოუშვა.

ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ახალი ნამუშევარი შეიცავს სიმბოლურ დატვირთვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც სვიფტის ცხოვრებაში გამოჩენილან. მაგალითად, რამდენიმე ფრაზა ასეთია -„ის უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩემი ყოფილები, მაგრამ მამაკაცივით იქცევა“, „ვინც ადრე მიყვარდა, ყველას სახელი დამავიწყდა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ტეილორს რომანი აქვს მსახიობ ჯო ალვინთან, რომელიც მასზე ერთი წლთ უმცროსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები