რამდენიმე დღის წინ, კომპანია Apple-მა თავისი ახალი სერვისის, Apple Music-ის რეკლამა გამოუშვა, რომელშიც ცნობილი ქანთრი-მომღერალი, ტეილორ სვიფტი მონაწილეობს. მომღერალმა ვიდეო „ტვიტერზე“ თავად გააზიარა.
ვიდეოს სვიფტმა ჰეშტეგი #TaylorVsTreadmill („ტეილორი სარბენი ბილიკის წინააღმდეგ“) დაურთო და დაამატა, რომ რეკლამა „რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული“.
https://www.youtube.com/watch?v=fK_zwl-lnmc
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ “ფორტუნა პლუსი” ტეილორ სვიფტისა და მისი ბოიფრენდის, კელვინ ჰარისის ურთიერთობის ერთი წლისთავის შესახებ წერდა. წყვილმა რომანტიული ფოტოები “ინსტაგრამზე” გააზიარა (იხ. ბმული).