ტეილორ სვიფტი Apple Music-ის სახეა. ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა სერვისის ახალ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა მიიღო.
ერთ წუთიან ვიდეოში ტეილორი აბაზანაში, სარკის წინ ერთობა. 26 წლის მომღერალი Apple Music-ში როკ-ჯგუფის Jimmy Eat World სიმღერას The Middle ირჩევს და მის ფონზე ცეკვავს.
„ვემზადები გამოსასვლელად, – ამბობს სვიფტი. – ღმერთო, ძალიან მომწონს ეს სიმღერა. ხშირად ვუსმენდით მას სკოლაში“.
https://www.youtube.com/watch?v=DOIQ5i87-Kg