LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ,,კოაჩელაზე” გამოჩნდნენ

135
83615837-0-image-a-188_1713094354735

მიუხედავად იმისა, რომ ,,კოაჩელაზეტეილორ სვიფტის ხილვას ლანა დელ რეის პერფორმანსისას ელოდნენ, ამერიკელი მომღერალი ფესტივალზე, აისი სფაისის გამოსვლისას დააფიქსირეს. ის ბოიფრენდთან, ტრევის კელსთან და ახალ ვარსკვლავურ წყვილ – საბრინა კარპენტერთან და ბარი კეოგენთან ერთად, ახალგაზრდა რეპერის წარმოდგენას თვალს პუბლიკიდან ადევნებდა.

34 წლის არტისტი სცენაზე არ გამოსულა. მეტიც, უნდა აღინიშოს, რომ მას ამ დრომდე ,,კოაჩელაზე” მონაწილეობა არც ერთხელ მიუღია.

ცნობისთვის, მაისიდან სვიფტი ,,ეპოქალურ ტურნეში” დაბრუნდება და ევროპაში იმოგზაურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები