ტეილორ სვიფტი Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. 26 წლის ვარსკვლავმა თმა მოკლედ შეიჭრა და კიდევ უფრო მეტად გაიღიავა.
მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ვიდეოც გააზიარა, სადაც ის მეგობრებთან ერთად რიანას ჰიტზე „We Found Love“ ცეკვავს. „არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი“, – დააწერა მან ვიდეოს.
https://www.instagram.com/p/BEVfbnYjvB5/?taken-by=taylorswift
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ს ტეილორ სვიფტთან, რიანასთან და კელვინ ჰარისთან ერთად ასევე მარია შარაპოვა, კენდალ და კაილი ჯენერები, პერის ჰილტონი, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, კარლი კლოსი, ლეონარდო დიკაპრიო, სემ სმიტი, ნინა დობრევი, რიზ უიზერსპუნი და სხვები სტუმრობდნენ.