ტეილორ სვიფტმა უკანასკნელ კონცერტზე თაყვანისმცემლებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა: მაყურებლები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, როდესაც სცენაზე მოულოდნელად რობი უილიამსი გამოჩნდა და სვიფტთან ერთად თავისი ერთ-ერთი მთავარი ჰიტი „Angels“ შეასრულა.
მოგვიანებით, რობიმ ტეილორთან ერთად გამოსვლის ვიდეო გააზიარა და დააწერა, რომ მასთან ერთად შესრულება მისთვის ნამდვილად პატივი იყო.