გამოცემამ Parade 2015 წელს ცნობილი ადამიანების შემოსავალი დაითვალა. რეიტინგის სათავეში ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ტურნეს წყალობით 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მას მცირედით ჩამორჩება ლედი გაგა, რომლის შემოსავალმა გასულ წელს 59 მილიონი შეადგინა.
როგორც ჩანს, გაცილებით შემოსავლიანია ესტრადის ვარსკვლავობა, ვიდრე კინოსი, რადგან შედარებისთვის, ლეონარდო დიკაპრიომ, რომელმაც ფილმით „გადარჩენილი“ წელს „ოსკარი“ მიიღო, 29 მილიონი გამოიმუშავა. 28,5 მილიონი გამოიმუშავა მსახიობმა კევინ ჰარტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, დუეინ ჯონსონთან ერთად MTV Movie Awards 2016-ის წამყვანი იყო.