ტეიტ მაკრეი ახალ დისკს გამოუშვებს. ჯენ ზის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავის ინფორმაციით, მისი მესამე სტუდიური ალბომი – So Close to What დღის სინათლეს, 21 თებერვალს იხილავს. მომღერლის მომდევნო ლონგფლეიდან უკვე ცნობილია სინგლები: It’s OK I’m OK და 2 Hands.
,,ამ ალბომის შექმნა ყველაზე ლამაზი და ამაღელვებელი მოგზაურობა იყო” – აღნიშნა კანადელმა არტისტმა.
ფირფიტის მხარდასაჭერად, 21 წლის შემსრულებელმა Miss Possessive Tour-იც დააანონსა. მომღერლის განცხადებით, ის ევროპაშიც იმღერებს.
ცნობისთვის, ტეიტ მაკრეის მუსიკალური კარიერა სტარტს თინეიჯერობიდან იღებს, თუმცა მას განსაკუთრებული პოპულარობა 2023 წლის სინგლმა – Greedy მოუტანა.