LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეიტ მაკრეისა და The Kid Laroi-ს რომანი აქვთ

125
TATEMCRAEANDTHEKIDLAROI_

მუსიკალურ სამყაროს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს.

ცნობილი გახდა, რომ ტეიტ მაკრეი The Kid Laroi-ს ხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ, ამ უკანასკნელმა დუბლინში გამართული პერფორმანსისას, სიმღერის – Without You შესრულებამდე გაასაჯაროვა.

,,მინდა, რომ ყველამ, ვინც აქ ხართ ამყვეთ და რაც შეიძლება ხმამაღლა იმღეროთ ეს სიმღერა, რადგან ჩემი შეყვარებული დღეს აქ არის და არ მინდა უხერხულად გამოვჩნდე,” – თქვა ავსტრალიელმა რეპერმა კანადელ მომღერალზე, რომელიც კამერებმა ბექსთეიჯში დააფიქსირეს.

ცნობსთვის, ხმები თანატოლი, 20 წლის არტისტების რომანის შესახებ, 2024-ის სტარტიდან დადის. პირველად ისინი იანვარში, ლოს-ანჯელესში სადილობისას, ხოლო მეორედ – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების გარემოცვაში გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები