აშშ-ში, ტეხასის შტატში გაუჩინარებული ოთხი სამხედრო პირის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები წყალდიდობისას დაიღუპნენ. 2 ივნისს, სამხედრო სატვირთო მანქანა სამხედრო ბაზასთან ახლოს გადაბრუნდა. შემთხვევას ცხრა ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დანარჩენი ხუთი გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათში იპოვეს. სამი ჯარისკაცის გადარჩენა შესაძლებელი გახდა, ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.