ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად, რომელიც ქარიშხალ „ჰარვის“ მოჰყვა, დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტეხასის შტატის ხელისუფლება ავრცელებს.
შტატის ზოგიერთ რაიონში წყლის რეკორდული დონეა დაფიქსირებული.
ჰიუსტონში, რომელიც ქარიშხალისგან ყველაზე უფრო დაზარალდა, კომენდანტის საათია გამოცხადებული.
გუშინ სტიქიის ზონაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩავიდა. ის შტატს სტიქიის ლიკვიდირებაში ფედერალურ დახმარებას დაჰპირდა.