LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელ-ავივში „ზომბი შუქნიშნები“ დაამონტაჟეს

130
zombi

ისრაელში სმარტფონზე დამოკიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილი შუქნიშნები დადგეს. სიახლეს „ზომბი შუქნიშანი“ ეწოდა და ის იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვისაც მობილური ტელეფონისთვის თვალის მოშორება ერთი წამითაც არ შეუძლია და მუდმივად ეკრანის სქროლვითაა დაკავებული.

შესაბამისად, შუქნიშანი არა ზემოთ არამედ მიწაზე ანათებს და მისი დანახვა თავის აწევის გარეშეა შესაძლებელი.

იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი შუქნიშანი უსაფრთხოებას ერთი-ორად გაზრდის და ავტოსაგზაო შემთხვევებსაც შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ სიახლე დასაწყისისთვის საცდელ რეჟიმში იმუშავებს და თუკი იდეა გაამართლებს, მაშინ ახალ შუქნიშნებს ქალაქის ყველა ქუჩაზე დააყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g