სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. – ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს
“საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.”-აღიშნულია ენერკეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.
სადაც ასევე მითითებულია, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანია “თელასისთვის” გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.