LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თელასი“ კერძო ორგანიზაციების ელექტროქსელის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს

94

სს „თელასი“ კერძო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ელექტროქსელის კომპანიის საკუთრებაში გადმოცემას ითხოვს.

”თელასში” აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კომპანიას მუშაობაში, სწორედ სხადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი ელექტროქსელია, რომელთა საქმიანობის პროფილი არ ითვალისწინებს ქსელის რემონტს, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზებას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სამართლიან გულისწყრომას.

”ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება”- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების და თანმხლები საკაბელო მეურნეობის დაახლოებით 46% „თელასს“ არ ეკუთვნის. ტექნიკური მომსახურების პრობლემების გარდა, ამ ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის პრობლემაც არსებობს.

”უმეტეს შემთხვევაში არაპროფილური ორგანიზაციები სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკაბელო ხაზები ჩადებულია უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსფორმატორო ჯიხურები კი ღია მდგომარეობაშია დატოვებული და იქ სრულიად თავისუფლად შეიძლება შეაღწიონ ბავშვებმა. აქედან გამომდინარე, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია მიმართავს კერძო ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადმოცემის თხოვნით, რათა კომპანიამ შეძლოს ქსელის დროული და კვალიფიციური მომსახურებისგანხორციელება” – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g