კომპანია „თელასმა“ ექსპლუატაციაში გაუშვა ახალი 35-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „საბურთალო-4“.
როგორც ”ფორტუნას” ”თელასიდან” აცნობეს, საჰაერო ხაზი, რომლის სიგრძე 1,1 კილომეტრს შეადგენს, ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს: „დიდუბე-220“ და „სანაპირო“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა საბურთალოს რაიონის 19 ათასამდე აბონენტის, მათ შორის სასიცოცოხლო მნიშვნელობის ობიექტების, ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.