LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

120

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია “სოკარის” კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.
„გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები