LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის და რუსთავის გარდა, საქართველოს ყველა ქალაქში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

zurabishvilisalome-7__50x50

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს ყველა ქალაქში, ორი ქალაქის გარდა, არჩევნები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ორი ქალაქი, სადაც ზურაბიშვილზე მეტი ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს აქვს მიღებული, თელავი და რუსთავია.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მეტი ხმა მიიღო: საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თიანეთში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, მცხეთაში, დუშეთში, ყაზბეგში, კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიაში, ხარაგაულში, თერჯოლაში,საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, ხონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ქუთაისში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, აბაშაში, სენაკში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთში, ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში.

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებს უგებს დედაქალაქის 10-ვე საარჩევნო ოლქშიც.

ცესკოს ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 99,7%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g