LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი გაიმართა

157
CSI

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა.

ჰაკათონის მიზანი იყო სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

ჰაკათონი განკუთვნილი იყო 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულად გუნდი CSI ცნო, რომელმაც პროდუქტის განვითარებისთვის GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების სერვისი. სისტემა აერთიანებს ხმოვან ასისტენტს, მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებასა და ოთახის კონტროლის მოდულებს.

პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა ასევე გამოავლინეს რჩეული გუნდები, რომელთაც მათთან თანამშრომლობისა და პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობა ექნებათ. რჩეულ იდეებს შორის იყო ციფრული კონსიერჟი სასტუმროებისთვის, სასტუმროს თანამშრომლების onboarding-ის და გადამზადების ჭკვიანი პლატფორმა, სასტუმროების ინდუსტრიის კვალიფიკაციური კადრებით მომარაგების სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g