LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება – საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა

63
184950933-4368648833168205-3635798719260474226-n

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა. ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები.

თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელია, როგორც ქალაქის გამართული წყალარინების სისტემისთვის, ისე  მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

,,თელავში მოვინახულეთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. ეს გახლავთ თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა, სადაც მექანიკურთან ერთად, ხდება ბაქტერიოლოგიური წმენდა, საბოლოო ჯამში, მდინარეში ჩაედინება აბსოლუტურად გაწმენდილი და უვნებელი წყალი, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. როდესაც წყალარინებაზე და წყალზე ვსაუბრობთ, თელავთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, ზოგიერთი მათგანი უკვე შესყიდვის პროცესშია. გათვალისწინებულია  მთლიანი დაქსელვა, ასევე  წიწმადიანის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ახალი მაგისტრალის მოწყობა, რომელიც  მიმართულია  არა მხოლოდ თელავის ამჟამინდელი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ მზარდი პოტენციალისთვის.  ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, თელავს ექნება 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, ისევე როგორც ეს ზუგდიდში,  ქუთაისში, ჭიათურაში და წნორშია,“ –  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თელავში სტუმრობისას განაცხადა.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 16.9 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g