თელავში 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც „ფორტუნასთან“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, მამაკაცს ჭრილობები ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალგაზრდა კაცის ჯართელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოზიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
