ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუახნის კაცი გზაზე გადადიოდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.