LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა

95

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ბაზრის მახლობლად ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი შუქნიშნისა და ტელეფონის სადენებს გამოედო, რის გამოც მათი საყრდენი ბოძები წაიქცა. ერთ-ერთი ბოძი 55 წლის მამაკაცს დაეცა და იგი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g