თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნა, სადაც გაიმართა მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია.
საფოსტო გზავნილების განხორციელება 2022 წლის მიწურულს უკვე მეფე ერეკლე II მარკით არის შესაძლებელი. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში შევა ნოემბერში და ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
„ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება.