თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 28 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ლალი ჩაველაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ პოლიციას თავად აცნობა.