LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში შვილმა დედა დაჭრა

301
ყვითელი ლენტი

თელავში შვილმა დედა დაჭრა. ახალგაზრდა გოგომ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული გოგო პოლიციამ გუშინ ღამე დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g