თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროს შენობიდან მუშა გადმოვარდა.
დაშავებული ხერხემლის დაზიებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.