LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

143
წყალდიდობა თელავში

თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება.

ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები