LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონი, რომელსაც მუშაობისთვის აკუმულატორი არ სჭირდება

86

როგორც არ უნდა ეცადონ თანამედროვე მწარმოებლები, მიუხედავად სუპერეფექტური ჩიპებისა, სმარტფონები დამოუკიდებლად 2 დღეზე დიდხანს მაინც ვერ მუშაობს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფმა საკმაოდ სერიოზული მიღწევა წარმოადგინა. მათ შექმნეს ტელეფონის პროტოტიპი, რომელსაც აკუმულატორი არ სჭირდება.

მოწყობილობა გარე ენერგიით იკვებება. მისი შიდა კომპონენტები სრულებით თავიდან შემუშავდა, რათა ენერგიის მაქსიმალური დაზოგვისთვის მიეღწიათ.

დევაისის აწყობის დროს გამოიყენეს სპეციალური შემსწავლელი, რომელიც გარკვეულ რადიოტალღებთან მოხვედრის დროს აქტიურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელეფონს მუშაობისთვის მაინც სჭირდება საბაზისო სადგური, თუმცა სიახლის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მისი მოქმედებისთვის მობილური ქსელების გადამცემი ანძებიც საკმარისი იქნება, რომლებიც გარშემო საკმაოდ ბევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები