LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონის მეშვეობით დავუკავშირდით ერთმანეთს და ასე შევქმენით ანსამბლი… უკვე გაგვიჩნდა ჩვენი მსმენელიც, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს – „აშუღები“

36
აშუღები

6 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ახლად შექმნილი ანსამბლის „აშუღები“ წევრები, თემურ ვარდიაშვილი, ნუკრი ჯავახიშვილი, გიორგი ანდრიაშვილი და გუჯა თაყნიაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ანსამბლის რეპერტუარზე და გეგმებზე ისაუბრეს და ახალი სიმღერის „აშუღები“ პრემიერა შემოგვთავაზეს.

სულ რაღაც 4 თვეა, რაც თქვენი ანსამბლი შეიქმნა, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

თემურ ვარდიაშვილი: ძალიან ბევრ ანსამბლში დამიკრავს და სულ მქონდა სურვილი, რომ ჩემი საკუთარი ანსამბლი გამეკეთებინა. ტელეფონის მეშვეობით დავუკავშირდით ერთმანეთს და ასე შევქმენით ანსამბლი.

რატომ სახელწოდება „აშუღები“?

თემურ ვარდიაშვილი: აშუღები თვითონ ქმნიდნენ მუსიკას, ტექსტს, თვითონ უკრავდნენ და გადავწყვიტეთ, ანსამბლისთვის ეს სახელი შეგვერჩია.

როგორი იქნება თქვენი რეპერტუარი?

თემურ ვარდიაშვილი: რეპერტუარი ძალიან დიდი გვაქვს, არის კლასიკურიც, „აშუღურიც“, ძველებურიც…

ნუკრი ჯავახიშვილი: ჩვენ ივენთებზეც გვიწვევენ და ესტრადასაც ვმღერით. შერეული რეპერტუარი გვაქვს. ამ მოკლე ხანში უკვე გაგვიჩნდა ჩვენი მსმენელიც. არ გვეგონა, თუ ასე მალე მოხდებოდა, ეს ყველაფერი.

როგორ შეიქმნა სიმღერა „აშუღები“, ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა?

ნუკრი ჯავახიშვილი: რადგანაც ბრენდულ ანსამბლზე გვქონდა პრეტენზია, გადავწყვიტეთ, რომელიმე კომპოზიტორისთვის ჩვენი ბრენდული სიმღერა დაგვეწერინებინა, სიმღერა, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნებოდა. მივედით ნუგზარ თუშიშვილთან, რომელსაც რამდენიმე სიმღერა აქვს ჩემთვის დაწერილი და ძალიან მომწონს მისი შემოქმედება. სადღაც ერთ თვეში გამზადდა სიმღერა. ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში. ძალიან კარგი გამოვიდა. ორი დღის ჩაწერილი იყო, როცა სატელევიზიო პრემიერაც შედგა. ხალხმა უკვე აიტაცა. ვფიქრობთ კლიპის გადაღებასაც.

სიმღერის, რომლის რადიო პრემიერაც გვაქვს, სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. როგორი იყო ხალხის რეაქცია?

ნუკრი ჯავახიშვილი: შოკი… ძალიან კმაყოფილები არიან, ყველას მოეწონა და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ზოგადად, საზოგადოება მონატრებულია ახალ სიმღერებს.

როგორია სამომავლო გეგმები?

თემურ ვარდიაშვილი: მალე მეორე სიმღერაც იქნება. გვინდა ძველი სიმღერები წამოვწიოთ წინ.

ნუკრი ჯავახიშვილი: აუცილებლად. ჩვენ არ გავჩერდებით.

 

ანს. აშუღები – აშუღები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანს. “აშუღები” – ყვავილებში იწვიან. Live

 

ანს. “აშუღები”. ვიდეო კოლაჟი

 

ანს. “აშუღები” – მემალები მზესავით. Live

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები