LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა

62

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა. დღეს არხზე 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა.

არხის ხელმძღვანელობის მიერ ამ დრომდე დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.

როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები პირად საუბრებში აცხადებენ, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა, თანამშრომლები მომხდარს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებენ.

არხის ჟურნალისტები და ოპერატორები დღეს გადაღებებზე არ იმყოფებიან, მათივე ცნობით ეთერში არც შემდგომი საინფორმაციო გამოშვებები გავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g