ტელეკომპანია „იმედი“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად,ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32,7 % ”ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12,8% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. „თავისუფალ დემოკრატებს“- 3% ,”ლეიბორისტულ პარტიას” კი- 2,9%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა.