LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ, უნდა გადაგამოწმოთო“ – საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

169
საბა ბუაძე

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, საბა ბუაძე გზის გადაკეტვის მოტივით 5 000 ლარით დააჯარიმეს – ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

ბუაძის განცხადებით, პოლიციამ გააჩერა, შემდეგ კი უთხრა, რომ დაჯარიმებულია.

„ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ. უნდა გადაგამოწმოთო. ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?
P.S. 11 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის გაჯარიმებთო 5,000 ლარით, ოღონდ იქ არ ვყოფილვარ მაგ დროს“, – წერს საბა ბუაძე.

ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ….

Posted by Saba Buadze on ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g