LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზორში დადგე და ვიღაცას თითები უშალო, რითია ეს რთული – გიორგი მარგველაშვილი [ვიდეო]

margvela2

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ცხოვრებიდან მიდის.

მარგველაშვილი ამბობს, რომ მოსწყინდა საქართველოში ერთი და იმავე პროცესების გავლა, ამიტომ ცოტა ხანს დასვენებას აპირებს.

„ძალიან მომწყინდა ერთი და იმავე რამის ყურება საქართველოში, რომ ხელისუფლებაში მოდის ძალა, შემდეგ ამ ძალას აქვს აბსოლუტურად ზღვარგადასული შეხედულება საკუთარ უფლებებზე და იმაზე, როგორ შეუძლია ელაპარაკოს საკუთარ ხალხს, ამისი კიდევ ერთხელ გავლა, მე ცოტა ხანი არ შემიძლია,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა P.S-თან.

ამავე ინტერვიუში მარგველაშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ ამჯობინებნდა სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადების პასუხს, ხშირად დუმილს.

„წარმოგიდგენიათ, პრესსამსახურს შემოაქვს რომელიღაცა ახლადგამომცხვარი, აღტკინებული პოლიტკოსის, რაღაცა კომენტარი, ცოტა ძერსკი, ცოტა ბლატნოი და რომ არ უნდა გასცე პასუხი. პირველი – არ უნდა დახვიდე ამ დონემდე და მეორე – იმასაც ჰყავს თავისი ამომრჩეველი. მერე ამაზეც, რომ გაკრიტიკებენ, როგორ ვერ უპასუხაო. ტელევიზორში დადგე და ვიღაცას თითები გაუშალო, რითია ეს რთული,“ – აღნიშნა მან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g