LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანი, რომელიც მაყურებელს აცრის ნაცვლად ლოცვას ურჩევდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

146
news2112

ცნობილი ქრისტიანული არხის „დეისტარ ნეთვორქის“ წამყვანი მარკუს ლემბი, კოვიდით გარდაიცვალა. წამყვანი ცნობილი იყო თავისი ანტივაქსერული სფიჩებით, ის მუდამ მოუწოდებდა მაყურებელს აცრის ნაცვლად ელოცათ.

ლემბი ამბობდა, რომ აცრის ნაცვლად “შეგვიძლია ვილოცოთ”. ტელეწამყვანი მაყურებლებს ასევე ურჩევდა სხვადასხვა მედიკამენტის მიღებას, რომლებიც Covid-19-ის სამკურნალოდ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული არ არის

,,ჩვენ გვინდა გაგაფრთხილოთ, გვინდა დაგეხმაროთ, გვინდა მოგცეთ ალტერნატივა” – ამბობდა მარკუს ლები გადაცემაში.

საინტერესოა, რომ მარკუს ლემბი ცნობილი არხის თანადამფუძნებელიც იყო, მის გადაცემაში ხშირად მონაწილეობდნენ მისი მეუღლე და შვილებიც. მისი გადაცემების უმრავლესობა ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ცნობილია, რომ მარკუს ლემბი კოვიდით მეუღლისგან დაინფიცირდა. მას დიაბეტი ჰქონდა და ვირუსით გამოწვეული გართულებებიც მალევე დაწყო. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g