LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Telsa ცდილობს რომ Porsche-ს აჯობოს და კიდევ უფრო გაძლიერდა

114
tesla-model-3-news12232

კომპანია Tesla-მ თავისი Model S კიდევ ერთხელ განაახლა, რასაც შედეგად ძრავის სიმძლავრის 50 ცხენის ძალით გაზრდა მოყვა. ილონ მასკი იმედოვნებს რომ ცვლილება ელექტრომობილს მთავარი კონკურენტის – Porsche Taycan-ს დამარცხების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც Porsche Taycan Turbo S და Tesla Model S P100D ერთმანეთს „დააჯახეს“. გერმანულმა სედანმა 4 მილის სიგრძის დისტანცია 10,6 წამში დაფარა, ხოლო ამერიკულმა ლიფტბექმა კი ამისთვის 11,8 წამი დახარჯა.

მსგავსი შედეგი ბევრი ავტოექსპერტისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ საპასპორტე მონაცემების მიხედვით, Tesla კონკურენტზე 0,2 წამით უფრო სწრაფია და შესაბამისად დისტანციაც უფრო სწრაფად უნდა დაეფარა.

ილონ მასკმა ეს დამარცხება ვერ გადაიტანა, ბევრი იმუშავა და საბოლოო ჯამში ძრავი ისე გააძლიერა, რომ წესით მისი დამარცხება ადვილი აღარ უნდა იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g