LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Telsa–მ მემილიონე ელექტრომობილი ააწყო

97
tsl-1000000

Tesla–ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საზოგადოებას ამცნო, რომ კონვეიერიდან მემილიონე ელექტრომობილი ჩამოვიდა. ასე რომ, ამერიკული მწარმოებელი გახდა პირველი ბრენდი, რომელმაც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მოდელების გამოშვებაში მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

მასკმა ტვიტერზე ორი ფოტო გამოაქვეყნა – ერთზე საიუბილეო „ტესლა“, მეორეზე კი მისი ამწყობი გუნდია გამოსახული. დღესდღეობით ბრენდის სამოდელო ხაზი Model Y–ის გარდა ასევე Model S-ს და Model 3–ს, ასევე კროსოვერ Model X–ს აერთიანებს. „ტესლა“ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მოდელის აწყობას გეგმავს და სიახლეს ჩინურ ბაზარზე გაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების ამწყობი ქარხნები ბრენდს ძირითადად შტატებში, ასევე ჩინეთში და ბერლინშიც აქვს. ბერლინის საწარმო ყველაზე ახალგაზრდაა და პირველ მოდელს 2021 წლისთვის გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g